ბითაძის 17 წუთი და 8 ქულა - ორლანდომ დეტროიტი დაამარცხა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდომ დეტროიტს უმასპინძლა და 111:100 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელიც საოცარ ფორმაში იმყოფება. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი და 39 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, გოგამ 8 მოხსნა და 1 ქულა დააგროვა. ბითაძემ 4-ჯერ ისროლა და 2-ქულიანი და ოთხივე ჩააგდო, რაც 100%-იანი მაჩვენებელია. ერთი მოხსნა კი საკუთარ ფარზე შეასრულა.
დეტროიტთან მატჩში მეჯიქს ვაგნერმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 30 წუთში 30 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი შარლოტს ესტუმრება.