გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

საჟმა ისევ სკამზე დასვა - მიქაუტაძემ რეიმსთან 11 წუთი ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში „ლიონი’’ „რეიმსს’’ გასვლაზე რაიან შერკის გოლით ამარცხებდა, 38-ე წუთზე შერკიმ ლაკაზეტის საგოლე პასით შეაგდო. მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე უმარ დიაკიტემ წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

„ლიონის’’ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა. ლიგა 1-ში ბოლო ექვს შეხვედრაში მიქაუტაძე სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. საჟმა მიქაუტაძე თამაშში 79-ე წუთზე ჩართო.

მიქაუტაძე შეტევა გააძლიერა, ლაკაზეტისთან ახლოს მოქმედებდა, ბურთს ხშირად ითხოვდა, შეტევების გამწვავებას ცდილობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. მინდორზე 3-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 6-დან ყველა პასი ზუსტი ჰქონდა, დრიბლინგის სამი მცდელობიდან 2 წარმატებული იყო.

12 ტურში „ლიონმა'' 19 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში „ლიონი'' „ნიცას'' მიიღებს (პირველი დეკემბერი), მანამდე კი ევროპა ლიგაზე „ყარაბაღს'' სტუმრად დაუპირისპირდება (28 ნოემბერი).

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო
ზურიკომ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო