ზედიზედ მეექვსედ მოგებული ფინალი | 18-წლამდე ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ფინალი პრაღაში გაიმართა, ესპანეთს 32:11 მოვუგეთ.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „ლელო სარასენსის'' აღზრდილი გიგი სირბილაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცეს.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ამონაშვილი წვრთნის, აღნიშნული ტურნირის ფინალში ზედიზედ მეცხრედ ითამაშა და როგორც ზემოთ დავწერე ბოლო ექვსი ფინალი ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ფინალის დამთავრების შემდეგ საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ქუთაისელმა მორაგბეებმა, რომლებიც ა ლიგაში „აიაში'' თამაშობენ, სპეციალური მაისურები ჩაიცვეს და ევროპის ჩემპიონობა ავტოავარიის შედეგად დაღუპულ მეგობარს, საბა ჭეიშვილის მიუძღვნეს. საბა ჭეიშვილი მორაგბე იყო, ა ლიგის „აიაში'' თამაშობდა.