დავით ქევხიშვილი
Aa
Aa

დიდებული ამბავი: ქევხიშვილი ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია

დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2024 წლის 23 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე რიგით კონგრესზე, დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა და კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.

ვულოცავთ ბატონ დავითს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას როგორც ქართული, ასევე ევროპული ძიუდოს განვითარებაში!''

დავით ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2004-2008 წლებში იყო. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ასევე, 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (VII ადგილი) და ღირსების ორდენის კავალერია. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში მოღვაწეობდა და ძიუდოს ფედერაციას ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები