ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კაპიტანი ზედიზედ მე-6 მატჩში - კიტეიშვილის საგოლე პასი და შტურმის 7:0

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში გრაცის „შტურმმა’’ შინ „კლაგენფურტი’’ 7:0 გაანადგურა. გრაცელთა ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ გუნდს ზედიზედ მე-6 შეხვედრაში უკაპიტნა. ტრადიციულად, სასტარტოდან დაიწყო და 38-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, კონტრშეტევა განავითარა და მისი გადაცემით მიკა ბირეტმა ანგარიში სამამდე გაზარდა.

„შტურმის’’ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იურგენ ზაიმელმა კიტეიშვილი 61-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 5:0 იყო.

ავსტრიის ჩემპიონატის ექვსი შეხვედრის გარდა კიტეიშვილი გუნდის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში იყო, „ბრიუგესთან’’ და „დორტმუნდთან’’. ასევე, ავსტრიის თასზე ერთ მატჩში უკაპიტნა გრაცული გუნდს. საერთო ჯამში ამ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი მოედანზე კაპიტნის რანგში 9 შეხვედრაში გაიყვანა.

13 ტურში „შტურმა'' 29 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ვენის „რაპიდს'' 3 ქულით უსწრებს.

„შტურმი'' შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, 27 ნოემბერს „ჟირონას'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მუდამ შოუს დგამს - ინგლისში ჩაკვეტაძეს აქებენ
მუდამ შოუს დგამს - ინგლისში ჩაკვეტაძეს აქებენ