მამარდამ საიმედოდ ითამაშა, ვალენსიამ ბეტისს მოუგო
ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსიამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს, „ბეტისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-8 წუთზე უგო დუროს პასის შემდეგ გოლი სეზარ ტარეგამ გაიტანა, თუმცა მალევე, მე-14 წუთზე „ბეტისმა“ წონასწორობა აღადგინა - სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულეს, რის შემდეგაც საკუთარ კარში ბურთი უგო დურომ ჩაჭრა.
მეორე ტაიმში უგო დურომ დუბლი შეასრულა, 56-ე წუთზე დიეგო ლოპესმა „ღამურების“ მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო და 66-ე წუთზე ჩიმი ავილამ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.
რაც შეეხება მამარდაშვილს, მან Sofascore-ისგან 6,2-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 2 მოგერიება, ბურთთან 39 შეხება, 33-დან 16 ზუსტად შესრულებული პასი (48%) და 27-დან 10 ზუსტი გრძელი პასი.
მამარდას გამორჩეული მომენტები:
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს „ვალენსიას“ მაისურით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ შეძლო.
12 მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა დაუგროვდა და ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს მამარდას გუნდი 26 ნოემბერს თასზე, გასვლაზე, „პარლა ესკუელას“ წინააღმდეგ გამართავს.