მეკარემ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია | დინამო ატეიტის თასის ფინალშია (U14)
Aa
Aa

მეკარემ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია | დინამო ატეიტის თასის ფინალშია (U14)

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის ¼-ფინალში თბილისის „დინამოს’’ აკადემიის 14-წლამდე გუნდმა ლევან ჩხაიძის გოლით დონეცკის „შახტარის’’ შესაბამის ასაკობრივ გუნდს მოუგო, შემდეგ „მარუპეს NNS'' დიდი ანგარიშით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც „კრივბასს'' დაუპირისპირდება.

„შახტართან'' მატჩში გამარჯვების გოლი დემეტრე ქურასბედიანის ბრწყინვალე საგოლე პასის შემდეგ ლევან ჭიკაიძემ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მატჩს დრამატული დასასრული ჰქონდა, უკანასკნელ წუთზე „დინამოს'' მეკარე ოთო გურიელმა პენალტი მოიგერია.

ნახევარფინალში თბილისის „დინამოს'' აკადემიის 14-წლამდე გუნდმა „მარუპეს NNS'' 8:1 დაამარცხა. ნიკოლოზ სახვაძემ და ედუ შევარდნაძემ 2-2 გოლი გაიტანეს. ალექსანდრე სიხარულიძის, გაბრიელ გოგუასა და დემეტრე ქურასბედიანის აქტივში თითო-თითო გოლია. პლუს, მეტოქის ფეხბურთელის ავტოგოლი.

ფინალში თბილისის „დინამოს'' 14-წლამდე გუნდი უკრაინული „კრივბასის'' 14-წლამდე გუნდს დღეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები