მეკარემ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია | დინამო ატეიტის თასის გამარჯვებულია (U14)
Aa
Aa

მეკარემ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია | დინამო ატეიტის თასის გამარჯვებულია (U14)

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ატეიტის თასის გათამაშება თბილისის „დინამოს'' 14-წლამდე გუნდის გამარჯვებით დასრულდა.  ¼-ფინალში თბილისის „დინამოს’’ აკადემიის 14-წლამდე გუნდმა „შახტარს'' 1:0 მოუგო, შემდეგ „მარუპეს NNS'' დიდი ანგარიშით დაამარცხა და ფინალში უკრაინულ „კრივბასს'' 2:0 სძლია.

1/4-ფინალში „შახტართან'' მატჩში გამარჯვების გოლი დემეტრე ქურასბედიანის ბრწყინვალე საგოლე პასის შემდეგ ლევან ჭიკაიძემ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მატჩს დრამატული დასასრული ჰქონდა, უკანასკნელ წუთზე „დინამოს'' მეკარე ოთო გურიელმა პენალტი მოიგერია.

ნახევარფინალში თბილისის „დინამოს'' აკადემიის 14-წლამდე გუნდმა „მარუპეს NNS'' 8:1 დაამარცხა. ნიკოლოზ სახვაძემ და ედუ შევარდნაძემ 2-2 გოლი გაიტანეს. ალექსანდრე სიხარულიძის, გაბრიელ გოგუასა და დემეტრე ქურასბედიანის აქტივში თითო-თითო გოლია. პლუს, მეტოქის ფეხბურთელის ავტოგოლი.

ფინალში თბილისის „დინამოს'' 14-წლამდე გუნდმა „კრივბასი'' გოგუასა და ქურასბედიანის გოლებით დაამარცხა - 2:0.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რა შეიცვლება აზაროვის გარშემო? ახლა პუშიჩი უფრო მეტად ენდობა
რა შეიცვლება აზაროვის გარშემო? ახლა პუშიჩი უფრო მეტად ენდობა