„მერაბ, ახლა რას იტყვი? რემატჩი მინდა“ - იანი დვალიშვილს
UFC Fight Night 248-ის მთავარი ჩხუბი პიოტრ იანისა და დეივისონ ფიგერედოს დაპირისპირება იყო, რომელიც რუსი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა - იანმა მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ჩხუბის შემდეგ იანმა ოქტაგონშივე პირველი კომენტარი გააკეთა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს მიმართა.
„მერაბ, ჩხუბამდე შენ თქვი, რომ დეივისონი ტიტულის მთავარი პრეტენდენტია. ახლა რას იტყვი? მთავარი პრეტენდენტი დავამარცხე და დვალიშვილთან რემატჩი მინდა“, - განაცხადა პიოტრ იანმა.
აღსანიშნავია, რომ იანისა და ფიგერედოს ჩხუბს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილიც.
„პიოტრ იანს შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. შესანიშნავი ჩხუბი იყო, პიოტრ, ძალიან კარგი ხარ“, - დაწერა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა და იანმა 2023 წლის მარტში იჩხუბეს - მაშინ მერაბმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.