პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

75 პროცენტს ჩვენი გაგდება სურს - გუარდიოლა კონკურენტებზე

პეპ გუარდიოლამ რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ სიტისთან“ მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა და მუშაობას ძველებური შემართებით განაგრძობს. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, „ქალაქელების“ კატალონიელმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მათი არადამაჯერებელი თამაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისა და „ოქროს ბურთის“ მფლობელი როდრის არყოფნით არის განპირობებული და თან პარალელი 2009 წელთან გაავლო და აღნიშნა, რომ მაშინ მესის გარეშე „ბარსელონაც“ ვერაფერს მოიგებდა. ყველაზე საინტერესო რამ კი პეპმა „სიტის“ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე თქვა.

პეპ გუარდიოლა

იმ 115 წესის დარღვევის საქმესთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ვერდიქტი ძალიან მალე იქნება, რაღაცის თქმა მსურს. ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრემიერლიგის კლუბების 75 პროცენტს ჩვენი ჩემპიონშიპში დაქვეითება უნდა, თუმცა ამით ისინი მხოლოდ მოკლე მონაკვეთით ისარგებლებენ, რადგან ზუსტად ერთ წელიწადში დავბრუნდებით.

ისე კი, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სასჯელი არ იქნება, რადგან კლუბის იურისტებს ვესაუბრებ და დამარწმუნეს, ბრალი არაფერში მიგვიძღვის. ახლა ამაზე უფრო მეტად, ზედიზედ ოთხ წაგებაზე და სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებაზე ვნერვიულობ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ უკანასკნელად 26 ოქტომბერს, „საუთჰემპტონთან“ (1:0) გაიმარჯვა, მას შემდეგ კი ყველაზე ტურნირზე ზედიზედ ოთხი მატჩი „ტოტენჰემთან“ (1:2), „ბორნმუთთან“ (1:2), „სპორტინგთან“ (1:4) და „ბრაიტონთან“ (1:2) წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა ზედიზედ ოთხ მარცხზე - „ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება“
გუარდიოლა ზედიზედ ოთხ მარცხზე - „ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება“