პეტი: ანჩელოტის და რეალის რამდენიმე ფეხბურთელს მბაპეს მისვლა არ უნდოდათ
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ემანუელ პეტი თვლის, რომ მადრიდის „რეალი" კილიან მბაპეს შეძენის წინააღმდეგი იყო.
„დარწმუნებული ვარ, რომ კარლო ანჩელოტის და რეალის რამდენიმე ფეხბურთელს არ სურდათ, რომ ზაფხულში კლუბს კილიან მბაპე გაეფორმებინა.
ეს იყო გუნდი, რომელმაც ახლახან მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა და მისმა მოსვლამ მხოლოდ უბედურება მოიტანა. ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მწვერვალზე იყო და ვფიქრობ, რომ გუნდში 2-3 ახალი ფეხბურთელის მიყვანას ისურვებდა, მაგრამ დიდ ცვლილებებს არ გეგმავდა. არც მბაპე უნდოდა.
დიდი თასების მოგება ქმნის ბედნიერ ატმოსფეროს, ხოლო გუნდში დიდი ეგოს მოზიდვა იწვევს ცვლილებას. მბაპესთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ორი თანაგუნდელის ყოლა, რომლებსაც ასევე სურთ გახდნენ ვარსკვლავები და მოიპოვონ ოქროს ბურთი - ჯუდ ბელინგჰემი და ვინისიუს ჟუნიორი",
- თქვა პეტიმ Goal-თან საუბრისას.
მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტი გუნდის ახალ სისტემაზე გადაყვანას ამ დრომდე ცდილობს. ტონი კროოსის წასვლისა და მბაპეს შეძენის შემდეგ, მადრიდელების სათამაშო სისტემა მოშლილია. ესპანური პრესა უკვე ალაპარაკდა, რომ ზაფხულში „პაპა კარლოს“ ჩაბი ალონსოთი შეცვლიან.