ზვონიმირ ბობანი
Aa
Aa

ბობანმა სასამართლო მოიგო - მილანი ლეგენდას კომპენსაციას გადაუხდის

თანამდებობიდან უსამართლოდ განთავისუფლების გამო, „მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ზვონიმირ ბობანმა ლომბარდიულ გრანდს სასამართლო დავა მოუგო. ბუნებრივია, ხორვატი ნახევარმცველი გულშემატკივარს უფრო ფეხბურთელის რანგში ახსოვს და ის როსონერის ლეგენდადაც ითვლებოდა, მაგრამ 2020 წელს, როდესაც საყვარელ გუნდს ფუნქციონერის ამპლუაში ემსახურებოდა, მას უსამართლოდ მოექცნენ, რის გამოც შესაბამისი ინსტანციისთვის მიმართვა გადაწყვიტა.

ოთხი წლის წინ ბობანი სპორტული დირექტორის პოსტიდან მას შემდეგ გადააყენეს, როდესაც მან საჯაროდ გააკრიტიკა კლუბის იმდროინდელი მფლობელი Elliott-ფონდი და აღნიშნა, რომ ამ ფონდის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი ფეხბურთში ოდნავადაც ვერ ერკვეოდა და მისი და პაოლო მალდინის ზურგსუკან რალფ რანგნიკთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაც სურდა.

ახლა მორალური კომპენსაციის სახით „მილანს“ ბობანისთვის 100 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, თავად ხორვატი კი აღნიშნავს, რომ მისთვის ამ საქმეში მეორეხარისხოვანი იყო და ყველაზე მეტად სურდა „მილანის“ გულშემატკივრები თავის სიმართლეში დაერწმუნებინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევოლუციის მოლოდინში - ბობანს უშვებენ და რანგნიკს 3 თანამდებობაზე ნიშნავენ?!
რევოლუციის მოლოდინში - ბობანს უშვებენ და რანგნიკს 3 თანამდებობაზე ნიშნავენ?!