წონის კონტროლი დღეში 10-წუთიანი ვარჯიშით - თოფურიას რეჟიმი
პაბლო მოტოსის გადაცემაში El Hormiguero-ში, ილია თოფურიამ თავისი ფიზმომზადებისა და რეჟიმის შესახებ ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ახსნა, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას და როგორ შეძლო დღეში 10-წუთიანი ვარჯიშით წონის დაკლება.
მან ასევე დეტალურად განმარტა მისი მკაცრი დიეტა, ასპექტი, რომელიც მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ წარმატებისთვის, რომელსაც აქამდე მიაღწია. მისი ფიზიკური მომზადება მოიცავს არა მხოლოდ ინტენსიურ ვარჯიშს, არამედ მკაცრ დიეტურ დისციპლინას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩხუბი ახლოვდება.
„ეს ყველაფერი ძალიან რთულია და ფსიქოლოგიურად მოქმედებს, ნერვებზე მოქმედებს, ბრაზდები, ბევრად უფრო მგრძნობიარე ხდები და იმავენაირად ვეღარ აზროვნებ. ეს ჯოჯოხეთის გავლაა.
ჩემი კარიერის განმავლობაში, აწონის წინა დღეს ზუსტი წონა არასდროს მქონია. ყოველი წამი დათვლილი იყო. აწონამდე საუნაში ინტენსიური პროცედურები და დეჰიდრატაციის სესიები, რომ ზღვრისთვის მიმეღწია, ამიტომ პირველი, რასაც აწონის შემდეგ ვაკეთებ, არის წყლის დალევაა. აწონამდე 24 საათით ადრე წყალს საერთოდ არ ვიღებ და ვიყენებ საუნას.
რა არის საჭირო სხვა ადამიანებისთვის წონის დასაკლებად? მთავარია იცოდეთ რამდენი დრო გაქვთ და იყოთ თანმიმდევრული. დღეში მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში მოგეთხოვებათ ეს. დროთა განმავლობაში საკუთარ თავს ვერ იცნობთ“.
როგორც ხედავთ, თოფურიამ თანმიმდევრულობა წონის საკონტროლებლად უმთავრეს ელემენტად აღიარა. ხანმოკლე ვარჯიშის დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს შეუძლია დიდ შედეგებს მიაღწიოს, თუ გეგმას მიჰყვება.