გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

მუდამ შოუს დგამს - ინგლისში ჩაკვეტაძეს აქებენ

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელ სეზონში არც გოლების და არც საგოლე პასების რაოდენობით მოწინავეთა შორის არ არის, მაგრამ საკუთარი თამაშით გულგრილს ვერავის ტოვებს. უეინ რუნის მომზადებულ „პლიმუთისთანაც“ (2:2) ჩაკვემ მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა, მაგრამ წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ადრიან კლარკმა, რომელიც ამ მატჩის გასარჩევად ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იყო მიწვეული, 25 წლის ქართველი ნახევარმცველის ასპარეზობით აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს ჩაკვეტაძეზე

„უოტფორდში“ ბურთს მასზე უკეთ ვერავინ ფლობს და ამ ფეხბურთელზე კარგი მოედნის ხედვა არც ერთ მის თანაგუნდელს არ გააჩნია. მუდამ შოუს დგამს და თითქოს, გიორგიში ინდივიდუალიზმი და გუნდურობა საოცრად არის შერწყმული ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, ჯერ სეზონის ნახევარიც არ გასულა და 33 საგოლე შანსი შექმნა, მაშინ როდესაც ამ მხრივ მეორე ადგილზე მყოფი მოთამაშის ანგარიშზე 11 საგოლე შესაძლებლობაა.

მიმდინარე ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია. საქართველოს ნაკრებში კი 35 მატჩში თავი 9 გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალგაზრდა გრილიშს მაგონებს“ - ქლევერლიმ ჩაკვე შეაქო
„ახალგაზრდა გრილიშს მაგონებს“ - ქლევერლიმ ჩაკვე შეაქო