რობინიო პატიმრობაში დატოვეს-მოსამართლეების მკაცრი ვერდიქტი
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რობინიოს შეწყალებაზე უარი განაცხადა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი პატიმრობაში დატოვა. „რეალის“, „მანჩესტერ სიტის“, „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ იტალიაში საქმე ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე აღიძრა, როდესაც მას და მის მეგობრებს ბრალად არასრულწლოვან ალბანელ გოგონაზე ძალადობა ედებოდათ.
სწორედ ამის გამო, რობსონ დე სოუზა აპენინის ნახევარკუნძულზე ჩასვლისგან თავს იკავებდა, თუმცა საბოლოოდ ის სამშობლოში დააპატიმრეს და ახლა ტრემემბეს ციხეში იხდის სასჯელს. როგორც ფეხბურთელის ადვოკატი აცხადებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი კლიენტი სამაგალითოდ იქცევა, ელექტროობა და სხვადასხვა ხელობა კარგად შეისწავლა, რის გამოც შესაძლოა 9-წლიანი სასჯელი შეუმსუბუქდეს.
ცნობისათვის, კენჭისყრის პროცედურის დროს, ბრაზილიის უზენაესი სასამართლო კოლეგიის 7-კაციანი შემადგენლობიდან რობინიოს ვადამდელ განთავისუფლება მხარი მხოლოდ ერთმა დაუჭირა.