„კვარას თამაშში მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა, რანიერი მას გალიას უმზადებს“
24 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში ცენტრალურ შეხვედრას „დიეგო მარადონა“ უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს „ნაპოლი“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიას ფაქტორზე წერს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ასევე ხვიჩას თამაშში შეცვლილ მნიშვნელოვან დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ნეაპოლში კვარაცხელიას დახვეწილობით აღფრთოვანებულები არიან. კლაუდიო რანიერი მას შესაზღუდად გალიას უმზადებს, რომელსაც საშინაო შეხვედრებში უკვე 2 თვეა გოლი არ გაუტანია. კონტეს გუნდში მისვლის შემდეგ, კვარაცხელიამ მოედანზე გადაადგილება და სათამაშო სტილი შეცვალა. უპირველეს ყოვლისა მან ისწავლა „ჩვენ“-ის „მე“-ზე წინ დაყენება. ის ჯერ დაცვაში სირბილზე ფიქრობს. ამის შემდეგ გადადის ის შეტევაზე.
ხვიჩას ბოლო ორმა გოლმა ემპოლისთან და მილანთან, გუნდს 6 ქულა მოუტანა. ახლა ნაპოლის სწორ კვარაცხელიას შემტევი ნიჭი სჭირდება, რათა შეცვალოს ტენდენცია, რომელიც ნეაპოლელებს იტალიაში ტოპ გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შეტევის მქონედ აქცევს. ქართველმა კონტრაქტის განახლებაზე ფიქრი დროებით უნდა დატოვოს და მოედანზე გაერთოს.
დიდი ალბათობით, ეს ნაპოლისა და კვარაცხელიას ბოლო ერთობლივი სეზონია. მხარეები კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან და ზაფხულში ფეხბურთელი სავარაუდოდ გაიყიდება“.
„ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი კვირას 21:00-ზე დაიწყება.