ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

ოქროს მედლები ვარშავაში - მეტელკინა-ბერულავას შესანიშნავი გამოსვლა

მორიგი წარმატება ფიგურულ სრიალში. ტოკიოს გრან პრიზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ქართულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ამჯერად ოქროს მედლები პოლონეთში ვარშავის ჩელენჯერზე მოიპოვეს.

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა. მოკლე პროგრამაში 67.17 ქულა მოიპოვეს და პირველობა არავის დაუთმეს.

თავისუფალ პროგრამაშიც საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს - 134.86 და ჯამურად 202.03-ით პირველი ადგილი მოიპოვეს. მეორე ადგილზე გასულ ბრიტანულ წყვილს ქართულმა დუეტმა 19.66 ქულით აჯობეს, რაც სოლიდური უპირატესობაა.

აქვე გეტყვით, რომ ქართულმა წყვილმა წლის დასაწყისში ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში, იუნიორ მოციგურავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე (დიდებში) ისტორიული მეორე ადგილის მოპოვება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთა ლიგის პლეი-ოფი: საქართველო სომხეთს დაუპირისპირდება
ერთა ლიგის პლეი-ოფი: საქართველო სომხეთს დაუპირისპირდება