ესპანეთის სასწაული | 0.4 წამში მოპარული ბურთი და ჩაგდებული სამიანი
Aa
Aa

ესპანეთის სასწაული | 0.4 წამში მოპარული ბურთი და ჩაგდებული სამიანი

ესპანეთის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, „ფურია როხა“ სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდა და საოცარი თამაში მოიგო.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 59:59 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. საფინალო სირენამდე 0.4 წამით ადრე, სლოვაკეთი 3 ქულით იგებდა და ბურთი ჰქონდა, მაგრამ როგორღაც გააკეთა იმდენი, რომ ვერ მოიგო.

სლოვაკებმა თამაში ცუდად განაახლეს, ბურთი სანტი იუსტამ ჩაჭრა და არანორმალური სამქულიანი ჩააგდო - 67:67. ესპანეთი მეორე ოვერტაიმსაც აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 76:72 იმარჯვა.

ესპანელთა მხრიდან საუკეთესო სწორედ იუსტა იყო, რომელმაც 21 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ფრან გერას 13 ქულა ჰქონდა, მიკელ სალვოს - 12. სლოვაკთა რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა ვლადიმირ ბროძიანსკიმ ჩააგდო, სიმონ კრაიჩოვიჩმა 19 ქულა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალგაზრდების ასეთი თამაში არ მაკვირვებს“ - მესი ფლიკის ბარსას აქებს
„ახალგაზრდების ასეთი თამაში არ მაკვირვებს“ - მესი ფლიკის ბარსას აქებს