სექსუალური ძალადობის საქმე | კონორ მაკგრეგორი დამნაშავედ ცნეს
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი დუბლინის უმაღლესმა სასამართლომ, სექსუალური ძალადობის საქმეზე, დამნაშავედ ცნო. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი ოფიციალურად დადასტურდა.
მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ნიკიტა ნი ლაიმჰინი ადანაშაულებს. 2018 წელს, კონორმა და მისმა მეგობარმა, ჯეიმს ლოურენსმა დუბლინში, ნი ლაიმჰინზე სექსუალურად იძალადეს. ირლანდიელი მებრძოლი არ უარყოფდა, რომ ნი ლაიმჰინთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, მაგრამ აცხადებდა, რომ ეს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა.
„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ. იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაფიცმსაჯულებმა ყველა სამხილი არ გაითვალისწინეს. ახლა ჩემს ოჯახსა და მომავალზე ვარ ორიენტირებული. მადლობა, მხარდაჭერისთვის“, - დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მაკგრეგორს, მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს და დაზარალებულს 250 000 ევროს გადაუხდის.