მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ფიგერედოს მოვუგებ და მერაბი მინდა“ | პიოტრ იანის განცხადება

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. რუსი მებრძოლი თვლის, რომ დეივისონ ფიგერედოს დამარცხების წყალობით, მას საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება შეეძლება და მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთხელ იჩხუბებს.

„მერაბ დვალიშვილი ამბობდა, რომ დეივისონ ფიგერედო ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტია, რომელიც სატიტულო ბრძოლას იმსახურებს. თუ ფიგერედოს დავამარცხებ, მერაბი რაღას იტყვის? ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი გავხდები და ვნახოთ, დვალიშვილი რა განცხადებას გააკეთებს.

ფიგერედო ყოფილი ჩემპიონია და დვალიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ დეივისონი ქამრის ერთადერთი ღირსეული პრეტენდენტი იყო. ეს ჩემთვის კარგი შანსია, რათა ფიგერედო დავამარცხო და შემდეგ ქამრისთვის მერაბთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბო“.

შეგახსენებთ, რომ იანი და დვალიშვილი ერთმანეთს 2023 წლის 11 მარტს შეხვდნენ. „მანქანამ“ რუსი მებრძოლი დომინანტურ სტილში დაამარცხა, მის შემდეგ კი ჰენრი სეხუდოსა და შონ ომალის მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 ქულა, 15 მოხსნა - ბითაძის ორლანდომ ლეიკერსი დაამარცხა
7 ქულა, 15 მოხსნა - ბითაძის ორლანდომ ლეიკერსი დაამარცხა