Crystalbet ეროვნული ლიგა - გაგრამ თელავი დაამარცხა
Crystalbet ეროვნულ ლიგაში დღეს 33-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა - „დავით პეტრიაშვილზე“ „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ხარებაშვილმა გახსნა, საგოლე გადაცემა კი გიორგი ლომთაძემ მიითვალა.
მეორე ტაიმში სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - წითელი ბარათი მსაჯმა ლადო ოდიშვილს უჩვენა, მატჩის მიწურულს კი „გაგრამ“ მეორე გოლის გატანაც მოახერხა - ამჯერად ხარებაშვილის პასის შემდეგ „თელავის“ კარი შეცვლაზე შესულმა გიორგი პაპუაშვილმა აიღო.
33-ე ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ გაიმართება: „ტორპედო“ „კოლხეთს“ ესტუმრება, „სამგურალი“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს, „დილა“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს, ჩემპიონატის ლიდერი „იბერია“ კი ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.