რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: საკუთარი თავისა და კლუბის მჯერა

რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვთნელის ამპლუაში პირველი პრესკონფერენცია გამართა.

როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, ის არის სწორი ადამიანი კლუბისთვის, თუმცა საკუთარი იდეების განსახორციელებლად, დრო სჭირდება.

„მე ცოტათი მეოცნებე ვარ - მჯერა საკუთარი თავისა და კლუბის. ვფიქრობ, ჩვენ საერთო იდეები და აზროვნება გვაქვს, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. მე ნამდვილად მჯერა მოთამაშეების. მინდა, რაღაც ახალი ვცადო. თუ გნებავთ, მიწოდეთ გულუბრყვილო, მაგრამ მჯერა, რომ მე ვარ სწორი ადამიანი, სწორ დროს“, - თქვა ამორიმმა.

ამ დროისთვის, „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას გახდა, რაც ერიკ ტენ ჰაგს „ვესტ ჰემთან“ (1:2) განცდილი მარცხი აღარ აპატიეს და პოსტიდან დაითხოვეს.

რუბენ ამორიმი „სპორტინგს“ 2020-2024 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ლისაბონურმა კლუბმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და 2-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან ნისტელროი არ დარჩა - ნიდერლანდელი წაუგებელი წავიდა
ვან ნისტელროი არ დარჩა - ნიდერლანდელი წაუგებელი წავიდა