ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება“ | რა თქვა კონტემ რომასთან შეხვედრის წინ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო მეტოქე „რომა“ გახლავთ. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„12 ტურის შემდეგ, ბევრი გუნდია, რომლებიც სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან რამდენიმე ქულაში არიან. ჩვენ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სხვებიც მაღალ დონეზე გამოიყურებიან და ბრძოლას არც ერთი კლუბი გამოთიშულა.

კვირას, როგორც რომას, ისე ნაპოლის, რთული მატჩი ექნება. არ დაგვავიწყდეს, რომ რომამ გასული სეზონი ჩვენზე მაღლა დაასრულა, ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და ბრწყინვალე სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. ალბათ, თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენენ და იმედი მაქვს, რომ მათთვის ყველაფერი ჩვენთან გასამართი მატჩის შემდეგ შეიცვლება.

როცა გუნდი მთავარ მწვრთნელს იცვლის, ნერვიულობის ფაქტორი ჩნდება. რომამ მესამე თავკაცი გამოიცვალა. იურიჩი რომ დარჩენილიყო, გვეცოდინებოდა, როგორ გუნდთან გველოდა დაპირისპირება, ახლა კი ყველაფერი გამოცანაა. არ ვიცით, რომა როგორ გვეთამაშება და საჭიროა, ჩვენს თავზე ვიფიქროთ. ბიჭებმა თავდაუზოგავად იმუშავეს და გვაქვს სურვილი და ენთუზიაზმი, რომ თავგადასავალი გავაგრძელოთ. რთული შეხვედრა იქნება ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონში სირთულეებს შეეჩეხა.

ჯანსაღი შიში გვაქვს იმისა, რომ ნაპოლის გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუოთ. თავგადასავალი ერთად დავიწყეთ და სწორი ენთუზიაზმი და გარემო ჩამოყალიბდა. მოხარული ვარ სამუშაოთი, რომელსაც ყოველდღიურად ვწევთ. ჩვენი მიზანია გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუოთ. ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მოგება და წაგება კი არა, მთავარია, მაქსიმუმი გავიღოთ“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „რომას“ ანგარიშზე 13 ქულაა და „ჯალოროსი“ მე-12 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფავორიტი მებრძოლები UFC-ში | ტომ ასპინალის ტოპ 4-ში ილია თოფურიაცაა
ფავორიტი მებრძოლები UFC-ში | ტომ ასპინალის ტოპ 4-ში ილია თოფურიაცაა