ერთა ლიგის A დივიზიონის წილისყრა | მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
Aa
Aa

ერთა ლიგის A დივიზიონის წილისყრა | მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართა და A დივიზიონის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა. ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ტიტულის დაცვას ნიდერლანდებთან დაპირისპირებით დაიწყებს.

„ნარინჯისფრების“ დამარცხების შემთხვევაში, „ფურია როხა“ ხორვატიისა და საფრანგეთის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. პლეიოფის მეორე მხარეს რაც შეეხება, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთში გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას, ხოლო დანია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ერთა ლიგის პლეიოფის მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება. ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრებს 4 და 5 ივნისს ვიხილავთ, ხოლო ფინალური დაპირისპირება 8 ივნისს არის ჩანიშნული.

როგორც მოგეხსენებათ, A ლიგის მეოთხედფინალური წყვილების გარდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეც გაირკვა. „ჯვაროსნები“ სომხეთს დაუპირისპირდებიან და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასნაირ ფეხბურთელს იპოვი, ლობოტკას მსგავსი მოთამაშე რთული საპოვნელია“ | ლო მონაკო
„კვარასნაირ ფეხბურთელს იპოვი, ლობოტკას მსგავსი მოთამაშე რთული საპოვნელია“ | ლო მონაკო