ერლინგ ჰოლანდი, როდრი
Aa
Aa

როდრი: მესისა და რონალდუს დონესთან ყველაზე ახლოს ჰოლანდია

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ, რომელიც წლევანდელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა, ერლინგ ჰოლანდზე ილაპარაკა.

როდრი მიიჩნევს, რომ მესისა და რონალდუს დონესთან ყველაზე ახლოს მისი ნორვეგიელი თანაგუნდელია.

ის ერთადერთია, რომელიც შეიძლება მათ ციფრებს მიუახლოვდეს. მას გოლების გატანის ნიჭი აქვს. შესაძლოა ის არ არის საუკეთესო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი, რადგან ის დამსრულებელია, მაგრამ თუ სტატისტიკაზე ვილაპარაკებთ. ჰოლანდი მესისთან და რონალდუსთან ყველაზე ახლოსაა. მან შეიძლება 3 მატჩი ცუდად ჩაატაროს, მაგრამ იმავეს აგრძელებს - გოლები მასთან თავისით მიდიან“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ როდრი „სიტიში“ 2022 წელს გადავიდა. მანამდე ის „დორტმუნდში“ თამაშობდა. „ქალაქელებთან“ მას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი ბარსელონაში? - რას წერს FourFourTwo
ჰოლანდი ბარსელონაში? - რას წერს FourFourTwo