ბასილაშვილი იოკოჰამას ჩელენჯერს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ჩელენჯერს გამოეთიშა. ტურნირი იაპონიაში იმართება.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ კონსტანტ ლესტიენს დაუპირისპირდა. პირველი სეტი ნიკოლოზმა 3:6 დათმო, ხოლო მეორე სეტში, მას ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა და შეხვედრა შეწყვიტა.
ამ დროისთვის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 209-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ იოკოჰამას ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 82 000 დოლარი გახლავთ. ჩემპიონი კი 75 სარეიტინგო ქულას მიიღებს.