ერთა ლიგის პლეი-ოფი: საქართველო სომხეთს დაუპირისპირდება
დღეს, B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ჩვენი, როგორც ამ დივიზიონის მე-3 ადგილოსნის მეტოქე გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
სომხეთის ნაკრებთან ისტორიის მანძილზე ჩვენ სულ 7 მატჩი გავმართეთ: 3 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი გვაქვს.
ჩვენი სავარაუდო მეტოქეები სლოვაკეთი, ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთი იყო. შეიძლება ითქვას, რომ წილისყრა ჩვენთვის მისაღები ვერსიით დასრულდა.
რაც შეეხება სხვა წყვილებს: კოსოვო - ისლანდია, ბულგარეთი - ირლანდია, სლოვაკეთი - სლოვენია.
პირველ შეხვედრაში ყვითელი ბარათების გამო კვარაცხელია და კაშია დაგვაკლდება. თუმცა განმეორებით შეხვედრაში ორივე მათგანი დაგვიბრუნდება.
პლეი-ოფის მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება. პირველ მატჩს სანიოლის გუნდი სტუმრად ჩაატარებს, განმეორებითს კი შინ. გამარჯვებული 2026 წელს ერთა ლიგაში B დივიზიონში ითამაშებს.