ალექს მერეტი
Aa
Aa

ინტერს მერეტის ყიდვა უნდა

„ინტერი“ მზად არის, ზაფხულში ალექს მერეტი იყიდოს, თუ ის „ნაპოლისთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Radio Kiss Kiss-ი წერს.

წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელები იტალიის ნაკრების 27 წლის მეკარესთან მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა მხარეები სავარაუდოდ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

„ინტერი“ მერეტს იან ზომერის ხანგრძლივ შემცვლელად განიხილავს, რომელსაც დეკემბერში 36 წელი უსრულდება.

„ნაპოლიმ“ მერეტი 2019 წელს 26 მილიონ ევროდ შეიძინა. მანამდე ის „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ინტერთან - ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიური იყო
ფრე ინტერთან - ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიური იყო