7 ქულა, 15 მოხსნა - ბითაძის ორლანდომ ლეიკერსი დაამარცხა
NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლოს ანჯელეს ლიკერსს“ ესტუმრა და 119-118 დაამარცხა. თამაშის ბედი უკანასკნელ წამებზე ჩაგდებულმა სამქულიანმა გადაწყვიტა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა. მან 7 ქულა, 15 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
გოგას საუკეთესო მომენტები „ლეიკერსთან“:
ამ დროისთვის ბითაძის გუნდს 10 მოგება და 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო თამაშს „ორლანდო“ 24 ნოემბერს, შინ, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.