ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყველაფერი ერთ პუნქტზეა დამოკიდებული“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა, ლუკა მარჩეტიმ Marte Sport Live-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ილაპარაკა, რომელიც კვლავ აქტუალური თემაა.

მისი თქმით, „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის იანვარში გაყიდვას არ აპირებს და კლუბმა მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა.

რა თქვა მარჩეტიმ:

„დე ლაურენტისმა ფეხბურთელს სარფიანი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია გამოსასყიდზე. ახალი პოტენციური მყიდველების გამოჩენამ შესაძლოა სიტუაცია უფრო ნათელი გახადოს, თუმცა „ნაპოლი“ კვარას გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს, რადგან ის გუნდის საკვანძო მოთამაშეა“.

„კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურებას კვარას შედეგიანობა არ დაუზარალებია. გაურკვეველია, სურს თუ არა თავადა კვარაცხელიას კლუბი დარჩენა თუ ეს უბრალოდ სატრანსფერო ფასის გაზრდის საშუალებაა“.

იტალიური მედიის ცნობით, კვარა „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენის“ რადარებზეა. მანამდე კატალონიურმა მედიამ დაწერა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა კვარას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის, გამოსასყიდი პუნქტის გარდა, ხელფასის საკითხზეც ვერ ხდება შეთანხმება.

იტალიურ პრესაში წერენ, რომ ხვიჩას აგენტები 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვენ, აურელიო დე ლაურენტისი კი დათმობებზე წასვლაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„20-მილიონიანი სხვაობა - მთავარი პრობლემა კვარასა და ნაპოლის შორის“
„20-მილიონიანი სხვაობა - მთავარი პრობლემა კვარასა და ნაპოლის შორის“