„მოგზაურობა გრძელდება" - გუარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„მანჩესტერ სიტიმ“ პეპ გუარდიოლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
მხარეებმა ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივებს და პეპის შესაძლო წასვლის თაობაზე ჭორებს წერტილი დაუსვეს.
„მოგზაურობა გრძელდება", - წერს X-ზე „სიტის“ გვერდი.
The journey continues ???? pic.twitter.com/8aluupvQw9
— Manchester City (@ManCity) November 21, 2024
„მანჩესტერ სიტი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს აქ ჩემი მეცხრე სეზონია. ჩვენ ერთად განვიცადეთ ბევრი საოცარი მომენტი. ამ საფეხბურთო კლუბის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს. ძალიან მიხარია, რომ აქ კიდევ ორი სეზონი დავრჩები.
მადლობა ყველას, ვინც აგრძელებს ჩემს ნდობას და მხარდაჭერას. ყველას, ვინც დაკავშირებულია მანჩესტერ სიტისთან. აქ ყოფნა ყოველთვის იყო პატივი, სიამოვნება და პრივილეგია.
ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ მაქვს ყველაფერი, რაც მწვრთნელს სურს. ამას ნამდვილად ვაფასებ. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ჩვენ უკვე გამარჯვებულებს კიდევ უფრო მეტი ტიტულების დამატება შეგვიძლია. სწორედ ეს იქნება ჩემი მთავარი ამოცანა“,
- განაცხადა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მეთაურობით კლუბმა 18 თასი მოიგო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი 1 ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის 6 ტიტულია. „ქალაქელებმა“ ინგლისური ფეხბურთის რეკორდიც მოხსნეს და ქვეყნის ჩემპიონები ზედიზედ 4-ჯერ გახდნენ.