მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

წარმატებული დებიუტი ევროლიგაზე | მარკოიშვილის მონაკომ ფრანგული დერბი მოიგო

მანუჩარ მარკოიშვილმა „მონაკოს“ მთვარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის გუნდი, ევროლიგის ეგიდით, „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდა და ფრანგულ დერბიში იმარჯვა.

„მონაკომ“ პირველი მეოთხედი 20:25 წააგო, მეორე ათწუთეულში კი მეტოქეზე სამით მეტი ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 38:40. მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მარკოიშვილის გუნდმა 37:24 მოიგო და უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა - 103:92.

„მონაკოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 27 ქულა ელი კობომ მიითვალა. მაიკ ჯეიმსს 17 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა ჰქონდა. ალფა დიალომ 12 ქულა დააგროვა, ჯარონ ბლოსომგეიმის ანგარიშზე კი 14 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ.

ცნობისთვის, „მონაკოს“ 7 მოგება და 4 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. მარკოიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავს და ევროლიგის ეგიდით, „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასნაირ ფეხბურთელს იპოვი, ლობოტკას მსგავსი მოთამაშე რთული საპოვნელია“ | ლო მონაკო
„კვარასნაირ ფეხბურთელს იპოვი, ლობოტკას მსგავსი მოთამაშე რთული საპოვნელია“ | ლო მონაკო