საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან კარგი 35 წუთი გვქონდა, მაგრამ შემდეგ...“ | ფინელების კომენტარები

ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ლასი ტუოვიმ და გამთამაშებელმა, ედონ მაქსჰუნიმ საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრეს. ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე 90:83 დაამარცხეს და ფინელებმა მატჩი შეაფასეს.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი 35 წუთი ჩავატარეთ. შემდეგ 5-7-წუთიანი ინტერვალი გვქონდა, როცა მეტოქემ თავისი სროლები ჩააგდო, ჩვენ კი ორქულიანების კალათში მოთავსებაც გვიჭირდა. კალათბურთში მსგავსი რაღაცები ხდება ხოლმე“, - განაცხადა მაქსჰუნიმ.

„პირველ რიგში, საქართველოს გამარჯვებას ვულოცავთ. მატჩს რაც შეეხება, შეხვედრას ვაკონტროლებდით და ვაჩვენებდით კალათბურთს, რომლის თამაშიც ჩვენი მიზანია, თუმცა, მეტოქემ მნიშვნელოვანი სროლები გამოიყენა. რთული მატჩი გამოვიდა. შეხვედრის ბოლოსკენ, ერთი შეტევით შეიძლებოდა ყველაფრის შეცვლა. შანსები 50-50-ზე იყო, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამთ და მომდევნო შეხვედრაზე გადავერთვებით“, - აღნიშნა ტუოვიმ.

ცნობისთვის, ჩვენს გუნდს 1 მოგება და 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ფინეთია, რომელსაც ამჯერად, საკუთარ კედლებში დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა თანხას იხდიდა პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | Il Mattino-ს ცნობები
რა თანხას იხდიდა პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | Il Mattino-ს ცნობები