ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარასნაირ ფეხბურთელს იპოვი, ლობოტკას მსგავსი მოთამაშე რთული საპოვნელია“ | ლო მონაკო

„ნოვარას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პიეტრო ლო მონაკომ, რომელსაც „პალერმოში“, „ჯენოასა“ და „უდინეზეში“ უმუშავია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლო მონაკომ „ნაპოლის“ „კვარას“ გაყიდვა ურჩია და განაცხადა, რომ მისნაირი ფეხბურთელის ხელახლა აღმოჩენა შესაძლებელია.

„ახლა ვართ პერიოდში, როცა კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პარტენოპეის წინადადება გაკეთებული აქვს და თუ ფეხბურთელმა პოზიცია არ შეიცვალა, კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს.

აურელიო დე ლაურენტისი მართალია, როცა მას 5.5 მილიონ ევროზე მეტს არ სთავაზობს. ხვიჩა უნდა მიხვდეს, რომ მნიშვნელოვანი წინადადება მიიღო და თუ მაინც უარს იტყვის, ეს იმიტომ მოხდება, რომ სხვა ვარიანტებს ეძებს. კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელების პოვნა შეიძლება, მაგრამ სტანისლავ ლობოტკა არის მოთამაშე, რომლის მსგავსის პოვნაც რთულია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საერთო ენას ვერ პოულობენ. რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ თუ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდა, „პარტენოპეი“ ქართველი ფეხბურთელის გაყიდვაზე დაფიქრდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო