„ოსკარს იმსახურებდა“ | სტალონეს მაიკ ტაისონის მარცხის არ სჯერა
ლეგენდარული მსახიობი, სილვესტერ სტალონე ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. „როკი ბალბოას“ როლის შემსრულებელმა სტალონემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „რკინის მაიკმა“ ისეთი სამსახიობო პერფორმანსი გვაჩვენა, „ოსკარის“ მიღებას იმსახურებს.
„ბიზნესი ბიზნესია. ზოგჯერ გიწევს, რაღაცების გაკეთება და შენი ოჯახის დასახმარებლად მსხვერპლის გაღება. ეს დაუჯერებელი სპორტსმენი მაშინ გავიცანი, როცა 19 წლის იყო და ჯეიკ პოლთან ჩხუბში, მან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სამსახიობო შესრულება გვაჩვენა, რომელიც ოსკარის მოგებას იმსახურებს.
ერთ ფრაზას გამოვიყენებ ფილმ „როკიდან“. „ის გამანადგურებელი მანქანაა, რომელიც ყველაფერს, რასაც ეხება, ძალიან ცუდ დღეში აგდებს. მაიკ, არ გაჩერდე. შენნაირი ადამიანი, შენნაირი გლადიატორი, შენნაირი სულის მქონე პიროვნება აღარასდროს დაიბადება! დარტყმების განხორციელება არ შეწყვიტო ჩემპიონო!“.
სტალონეს სიტყვების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ მომხმარებლები, რომლებსაც სჯერათ, რომ ტაისონმა პოლთან უბრალოდ შოუ დადგა და მისი დანოკაუტება შეეძლო, მაგრამ ბრძოლის სცენარი წინასწარ იყო დაწერილი. „რკინის მაიკს“ უნდა წაეგო და მეტოქის დაფინიშებისგან თავი სწორედ ამიტომ შეიკავა.