ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ლოპესთან ბრძოლაზე საუბარი არ ყოფილა, ქამარზე ვჩხუბობთ“ | ვოლკის კომენტარი

ალექსანდრ ვოლკანოვსკი გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს მისი მომდევნო მეტოქე დიეგო ლოპესი იქნება. „ვოლკმა“ განაცხადა, რომ მისი მიზანი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებაა და მომდევნო ჩხუბს ილია თოფურიასთან გამართავს.

„ამ მომენტისთვის, ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ მოხდება, მაგრამ ტიტულისთვის ვიჩხუბებთ. მთავარი შეკითხვაა, ორთაბრძოლა როდის გაიმართება. ვნახოთ, ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი სტადიონის იდეა თუ გამოვა. ეს ერთი ვარიანტია.

შეიძლება თუ არა სიდნეიში ჩანიშნული ღონისძიება მეორე ვარიანტი იყოს (UFC 312, 9 თებერვალს)? თუ მეტყვიან, რომ UFC 312-ზე უნდა ვიჩხუბო, პრობლემა არაა. ბევრს ვვარჯიშობ და ფორმაში ვიქნები.

არ ვიცი, ჩემი და ლოპესის ჩხუბის ჩანიშვნის ინფორმაცია საიდან გავრცელდა. ვფიქრობ, დიეგომ რომ თქვა, მოდი, სიდნეიში ვიჩხუბოთო, ხალხმა მისი სიტყვები აიტაცა და ყველაფერი ამას მოჰყვა. რეალურად, ამ ორთაბრძოლაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ქამრისთვის გვინდა ჩხუბი, თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება. მოდით, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართა და ბრწყინვალე ნოკაუტით იმარჯვა. „დალოცვილის“ დაფინიშების შემდეგ, „ვოლკი“ ოქტაგონზე შევიდა, ილიას გამარჯვება მიულოცა და უთხრა, რომ მომდევნო ჩხუბი მასთან ექნებოდა, რაზეც „ელ მატადორისგან“ თანხმობა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო