რა თანხას იხდიდა პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | Il Mattino-ს ცნობები
ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნეს. მისმა ავტორმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და დაასახელა თანხა, რომელზეც ზაფხულში, „ნაპოლიმ“ უარი განაცხადა.
გასული სატრანსფერო ფანჯრისას, „კვარას“ გადაბირება „პარი სენ-ჟერმენს“ უნდოდა. Il Mattino ირწმუნება, რომ „პარტენოპეიმ“ ფრანგული გრანდისგან შეთავაზებაც მიიღო. „პარკ დე პრენსის“ ბინადრები თანახმა იყვნენ, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა უარი განაცხადა.
„ნაპოლი“ კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს, მაგრამ მხარეები საერთო ენას ჯერ ვერ პოულობენ. ხელფასის გარდა, პრობლემატურია გამოსასყიდი თანხის პუნქტი და სამომავლო ტრანსფერიდან მისაღები თანხის პროცენტი. Il Mattino-ს ცნობით, თუ შეთანხმება არ შედგა, „პარტენოპეი“ ხვიჩას გასხვისებაზე დაფიქრდება.
შეგახსენებთ, რომ კვარას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურება. ამჟამად ხვიჩა წელიწადში 1,5 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე სეზონში „კვარამ“ „ნაპოლის“ რიგებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.