რომან დოლიძე
Aa
Aa

„კარგი მეტოქე და კარგი ჩხუბი მინდა“ | დოლიძემ სამი მებრძოლი გამოიწვია

რომან დოლიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და რამდენიმე მებრძოლი გამოიწვია. „კავკასიელს“ ბოლო ორი ჩხუბი მოგებული აქვს და სურს, UFC-ის ოქტაგონზე, რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნდეს. დოლიძის სავარაუდო მეტოქეთა შორის ერთ-ერთი ბო ნიკალია.

„რაინერ დე რიდერთან ჩხუბი მინდოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბო ნიკალი გამოვიწვიე და ჩუმადაა. შეიძლება, შარა ბულეტი? ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ კარგი ჩხუბითა და კარგი მეტოქით ვარ დაინტერესებული“.

ცნობისთვის, დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში იმყოფება. „კავკასიელი“ მე-10 პოზიციას იკავებს. რომანის მიერ გამოწვეულ მებრძოლებს რაც შეეხებათ, ბო ნიკალი ერტ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლია, დე რიდერს 20-დან 18 ჩხუბი აქვს მოგებული, ხოლო „შარა“ მე-14 ადგილზეა.

გეტყვით იმასაც, რომ დოლიძეს კარიერაში 17-დან 14 გამარჯვება აქვს. „კავკასიელმა“ ბოლოს კევინ ჰოლანდი დაამარცხა, მანამდე კი ენტონი სმიტს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან