გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„ახალგაზრდა გრილიშს მაგონებს“ - ქლევერლიმ ჩაკვე შეაქო

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ „პლიმუთთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „უოტფორდის“ ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს ეხებოდა, რომლის მიმართაც „ონავრების“ თავკაცმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქვა ტომ ქლევერლიმ:

„საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელის ზედმეტი ქება საჭირო არაა, თუმცა, ვფიქრობ, გიორგის აქვს საჭირო თვისებები და პროფესიონალიზმის დონე, რათა ქებას და მაღალ მოლოდინს გაუმკლავდეს. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია.

ბურთის ტარებით გიორგი ახალგაზრდა ჯეკ გრილიშს მაგონებს, რომელთან ერთადაც მე „ასტონ ვილაში“ მითამაშია. ამაში ჩაკვეტაძეს მთელ ლიგაში ბადალი არ ჰყავს. თუ ამას გოლებსაც დაუმატებს, უბრალოდ „ჭერი არ ექნება“. გიორგი ფანტასტიკური ადამიანი და პროფესიონალია და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის საკუთარ პოტენციალს გამოიყენებს“.

ცნობისთვის, 15 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 25 ქულით ჩემპიონშიფის მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქლევერლის გუნდი 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გასვლაზე, „პლიმუთის“ წინააღმდეგ გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩაკვე „უოტფორდისთვის“ შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. „უოტფორდის“ მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Tuttosport: იუვენტუსი მიქაუტაძის დამატებას განიხილავს
Tuttosport: იუვენტუსი მიქაუტაძის დამატებას განიხილავს