ვინისიუს ჟუნიორი, როდრი
Aa
Aa

როდრი: ვინისიუსის ისტორიაზე წიგნის დაწერა შეიძლება

როდრის განცხადებით, მან წინასწარ არ იცოდა, რომ „ოქროს ბურთს“ მას გადასცემდნენ.

28 ოქტომბერს, წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი დასახელდა.

ცერემონიამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ჯილდო „რეალის“ ვინგერისთვის, ვინისიუს ჟუნიორისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა საბოლოოდ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი როდრი გახდა.

ვინისიუსის ისტორიაზე წიგნის დაწერა შეიძლება. ეს „ამერიკულ მთებს“ ჰგავდა. ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის მოიგებდა. მე გაკვირვებული ვიყავი, რადგან წელს ბოლომდე არავინ არაფერი იცოდა.

ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მოიგებდა. მე წავედი ცერემონიაზეა, ყოველ დღე ხომ არ ვესწრებით გალა-საღამოს, მაგრამ ჩემი გამარჯვების შესახებ ოპტიმიზმი არ მქონია. ცერემონიის დღეს მილოცვის ტექსტების მომდიოდა და უკვე პარიზში, ბევრი ჩემს სახელს ახსენებდა“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში გამართულ ცერემონიას „სამეფო კლუბის“ არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებმა ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და დანიელ კარვახალი საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ, კარლო ანჩელოტი კი წლის მწვრთნელად დასახელდა.

ამასთან, თავად ლოს ბლანკოსი წლის გუნდად დაასახელეს, ხოლო კილიან მბაპემ წლის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ჰარი კეინთან ერთად მიიღო. მაგრამ, მთავარი პრიზის გარეშე დარჩენის გამო, „ლოს ბლანკოსმა“ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა.

ცნობისთვის, როდრიმ ვინისიუსს 41 ქულით აჯობა. ესპანელმა 1170 ხმა მიიღო, ხოლო ბრაზილიელმა 1129.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრი: რაც რეალმა გააკეთა მე ამას არ ვიზამდი
როდრი: რაც რეალმა გააკეთა მე ამას არ ვიზამდი