„ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ...“ - იტალიელი აგენტი კვარაზე
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, ოსკარ დამიანიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
მან იმედი გამოთქვა, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.
„ვერ ვხვდები, რატომ არ მოაწერა ჯერ კიდევ ხელი კვარაცხელიამ შეთავაზებას, რომელიც „ნაპოლისგან“ მიიღო. არ არის იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ნეაპოლია - კვარა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის არასტაბილურად თამაშობს. „ნაპოლიმ“ მას კარგი ხელფასი შესთავაზა და მჯერა, რომ საბოლოოდ, შეთანხმებას მიაღწევენ“, - თქვა დამიანიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც მოგეხსენებათ, 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ 26 ქულა აქვს და „ფიორენტინას“, „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და „რომას“ დაუპირისპირდება.