მეჯიქი კლიპერსთან დამარცხდა, გოგამ 9 ქულა ჩააგდო
NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 93:104 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19:58 წუთი გაატარა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და ბლოკია.
გოგას მიერ შესრულებული 6 ორქულიანი სროლიდან ზუსტი 3 აღმოჩნდა, ხოლო ერთხელ ნასროლი სამქულიანი უზუსტო იყო.
გოგას საუკეთესო მომენტები „კლიპერსთან“:
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „კლიპერსის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი გახდა (24 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი), ხოლო „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ენტონი ბლექი იყო (17 ქულა, 8 ასისტი).
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო“ 16 მატჩის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.