შენგელიამ ევროლიგაზე გაიბრწყინა - ვირტუსი ფენერბახჩესთან მაინც დამარცხდა
ევროლიგის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონია ფენერბახჩეს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 82:86 დამარცხდა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე არასრული 33 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 23 ქულას, 6 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
მეოთხე მეოთხედში შენგელიამ საოცარი პასი გააკეთა.
მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, ვირტუსი 1 ქულით იგებდა, თუმცა მოწინააღმდეგემ 3-ქულიანი ჩააგდო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბისთვის ევროლიგაზე ეს 11 მატჩიდან მე-9 წაგებაა. ამ შედეგით, ქართველი კალათბურთელის გუნდი ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება.