ტრავმა ისევ აწუხებს - იამალი სელტასთან გამოირიცხა
ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის ბარსელონა სელტას ესტუმრება. მატჩის წინ, ბლაუგრანას გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ სელტას წინააღმდეგ ლამინ იამალის თამაში გამოირიცხა. თინეიჯერმა შემტევმა კოჭის ტრავმა ჯერჯერობით ვერ მოიშუშა.
შეგახსენებთ, რომ იამალმა ტრავმა 7 ნოემბერს ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც სოსიედადის წინააღმდეგ ვერ ითამაშა. აღნიშნული მატჩი კი ბარსელონამ 1:0 წააგო.
რაც შეეხება ბარსელონას, ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგას 33 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ რეალს 6 ქულით უსწრებს, თუმცა სამეფო კლუბს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ამ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულაა
ლამინ იამალმა კი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.