ინტერ მაიამი მწვრთნელის გარეშეა - ვინ განიხილება მარტინოს პოსტზე
ხერარდო „ტატა“ მარტინომ „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს, საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ მარტინოს გუნდი MLS-ის 1/8-ფინალიდან გააგდო.
მარტინო „ინტერ მაიმის“ 2003 წელს ჩაუდგა სათავეში, მანამდე კი ის მექსიკის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დევიდ ბექჰემის კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება.
როგორც Miami Herald-ი წერს, პრეტენდენტებს შორის არიან ჩავი და ხავიერ მასკერანო. 44 წლის ჩავი ბოლოს „ბარსელონას“ წვრთნიდა და ახლა კლუბის გარეშეა.
რაც შეეხება მასკერანოს, ის ამჟამად არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, კონტრაქტი კი დეკემბრის ბოლოს ეწურება.