ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო - ცნობილია ალაბას დაბრუნების თარიღი
მადრიდის რეალის ბანაკიდან სასიამოვნო ამბავი გავრცელდა. ესპანური AS იუწყება, რომ დავიდ ალაბა სულ მალე დაბრუნდება.
წყაროს ცნობით, ავსტრიელი უკანახაზელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მისი მოედანზე დაბრუნება 2025 წლის იანვარში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სამეფო კლუბის დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს. მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ედერ მილიტაო და დანი კარვახალი ვეღარ ითამაშებენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დავიდის დაბრუნება.
ასევე შეგახსენებთ, ავსტრიელმა მცველმა ტრავმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო და მას შემდეგ მადრიდის რეალის 60 მატჩი გამოტოვა.
ბლანკოსის ლაზარეთში კიდევ სხვა ფეხბურთელებიც არიან. დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებენ ჩუამენი, ლუკას ვასკესი და როდრიგო გოეში.