მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

იანი: მერაბი უმართან ბრძოლას გაურბის

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა ყოფილ მეტოქეზე - მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა.

რუსი მებრძოლი მიიჩნევს, რომ „მანქანა“ უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლას გაურბის.

„მერაბი ხვდება, რომ ეს მისთვის სახიფთო ჩხუბია. მას უნდა, რომ ქამარი რამდენჯერმე დაიცვას. არჩევს შესაფერის ვარიანტებს, სადაც თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს. ამ შემთხვევაში მისთვის კონკრეტული რისკები არსებობს“, - თქვა იანმა.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, დვალიშვილის ანგარიშზე კი 22 შეხვედრიდან 18 მოგება და 4 მარცხია, თუმცა ქართველი „მანქანა“ დაღესტნელისგან განსხვავებით, UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

ნურმაგომედოვმა ბოლოს 3 აგვისტოს, კორი სენდჰაგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მაინტერესებს შენმა ბიძაშვილმა რა გააკეთა“ | ალჯო მერაბისა და უმარის ჩხუბზე
„არ მაინტერესებს შენმა ბიძაშვილმა რა გააკეთა“ | ალჯო მერაბისა და უმარის ჩხუბზე