ერთა ლიგა | შემდეგ მატჩში საქართველოს ორი ლიდერი დააკლდება
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ამ შედეგით, ჯვაროსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთა ლიგის საშუალებით გასვლის შანსი დაკარგეს.
ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და ახლა მათ B დივიზიონში დასარჩენად მოუწევთ ბრძოლა.
ჯვაროსნების მეტოქე სულ მალე გაირკვევა. სავარაუდო მეტოქეები არიან: კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი.
მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. სამწუხაროდ, საქართველოს შემდეგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია ვერ დაეხმარებიან.
ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა. ჩეხეთთან მატჩის მიწურულს, ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ხვიჩას და გურამის ყვითელი ბარათებით დასრულდა. ჩეხეთთან შეხვედრამდე მათ უკვე ჰქონდათ თითო ბარათი მიღებული, შესაბამისად მომდევნო ბარათებმა დისკვალიფიკაცია გამოიწვია.