ემპოლი, საბა გოგლიჩიძე, რობერტო დ\\\'ავერსა
Aa
Aa

ემპოლის მწვრთნელი გოგლიჩიძეზე: ნამდვილი პროფესიონალივით იქცევა

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ’ავერსამ Cronache di spogliatoio-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის კლუბზე და საბა გოგლიჩიძეზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალივით იქცევა.

რა თქვა დ’ავერსამ:

„ჩვენი გზა არის მაგალითი და ვფიქრობ, გოგლიჩიძე შეიძლება ასეთი მაგალითი გახდეს. როდესაც ის „ინტერთან“ მატჩის დროს გააძევეს, მოედნიდან განადგურებული გამოვიდა. მასზე ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაბრაზდებოდი, ეს რომ განზრახ ჩადენილი სისულელე ყოფილიყო, რომელიც ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

„როდესაც აქ მოვედი, ვარჯიშზე რიტმის პოვნა უჭიდა. მანამდე მას ამ დონეზე არასდროს უთამაშია. ის იტალიურად ვერ ლაპარაკობს, ცოტა ინგლისური იცის. ერთმანეთთან კომუნიკაციაც არ არის მარტივი, მაგრამ ის შეშლილივით მუშაობს“.

„მე მას ავუხსენი, რომ მომავალში გაითვალისწინოს ახალი წესები და VAR-ი. ის ნამდვილი პროფესიონალივით იქცევა და ჩვენ სწორედ ასეთი მაგალითი გვჭირდება“.

„ემპოლიმ“ გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ 450 000 ევროდ შეიძინა. ქართველის დებიუტი სერია A-ში 31 აგვისტოს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ შედგა. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 9 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და გოგლიჩიძე Daily Mail-ის ტოპ 20-ში | სერია A-ს ვუნდერკინდები
კვარა და გოგლიჩიძე Daily Mail-ის ტოპ 20-ში | სერია A-ს ვუნდერკინდები