იუვენტუსი, ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

Tuttosport: იუვენტუსი მიქაუტაძის დამატებას განიხილავს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport იუწყება, რომ ტურინის იუვენტუსი შეტევის გაძლიერებას გეგმავს და ამის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მიქაუტაძეა.

ტრანსფერს რეალურს ის ხდის, რომ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და გუნდის ლიდერები ტრანსფერზე დააყენა.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული გუნდი ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ლიგა 2-ში გავარდნა ემუქრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიონი ნებისმიერ შეთავაზებას განიხილავს.

თავის მხრივ, იუვენტუსს შეტევაში გაძლიერება სჭირდება, რათა დუშან ვლაჰოვიჩმა ამოისუნთქოს და ყველაფერი მას არ დაეკისროს.

აღნიშნული გამოცემა წერს, რომ ტიაგო მოტა მიქაუტაძის გარდა ზირკზესაც უმიზნებს, თუმცა რთულად სავარაუდოა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მას შეელევა. ყველაზე რეალური ვარიანტი კი ქართველი თავდამსხმელია.

გასათვალისწინებელია კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორი. ბებერ ქალბატონს ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არ შედიან და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სხვა ასეთ მოთამაშეს ვერ დაიმატებს. საუბარი აჯიჩზე და დუგლას ლუისზეა. მიქაუტაძეს საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს და აქედან გამომდინარე, მისი დამატება იუვეს თავისუფლად შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლიონს ვერ მოერგო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ტრანსფერის დღიდან, დღემდე ჟორჟმა ფრანგული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იქ სამი საუკეთესო წელი გავატარე“ - ქეცბაია ნიუკასლსა და ვახო სალიაზე
„იქ სამი საუკეთესო წელი გავატარე“ - ქეცბაია ნიუკასლსა და ვახო სალიაზე